მსოფლიო
17/05/2023

ევროპის ყველაზე პოპულარული მოდური პლატფორმების რეიტინგის ლიდერი Trendyol-ი გახდა

ევროპაში ყველაზე პოპულარული მოდური პლატფორმების რეიტინგში პირველი ადგილი Trendyol-მა დაიკავა. რეიტინგი ბერლინის ინტერნეტ-მაღაზიების ასოციაციამ  (BVOH) შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

ყველაზე პოპულარული ონლაინ-მოედნების რეიტინგი იმ ალგორითმით იქნა გამოთვლილი, რომელიც სპეციალურად BVOH-სთვის შეიქმნა.

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბოლო პერიოდში Trendyol-ი ყველაზე განხილვად მოდურ  ბრენდად იქნა აღიარებული.

მან ასევე პირველი ადგილი დაიკავა იმ სიაში, რომელიც პლატფორმა Storyclash Influencer Marketing Platform-მა შეადგინა და რომელიც გავლენიანი ადამიანების მიერ Instagram-ში ამა თუ იმ ბრენდის ხსენების სიხშირის მიხედვითაა შედგენილი. აღნიშნულ სიაში Trendyol-ი ერთადერთი თურქული ბრენდია.

Trendyol-ი არის თურქეთში ბაზირებული, ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომლის შტაბ-ბინა სტამბოლშია. იგი შედის Trendyol Group-ის სტრუქტურაში, რომელიც 2010 წელს შეიქმნა და მოდასა და საცალო ვაჭრობაზეა სპეციალიზებული.

2021 წელს Trendyol -მა რიგ ინვესტორებთან გააფორმა ხელშეკრულება 1,5 მილიარდი დოლარის მოზიდვის მიზნით. იმ დროისათვის კომპანიის ღირებულება 16,5 მილიარდ დოლარად შეფასდა.

300 ათასი დოლარის კაპიტალით შექმნილმა Trendyol-მა სხვადასხვა დროს ინვესტიციები მიიღო Tiger Global-ისა და Kleiner Perkins-სგან, ასევე ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისგან.2018 წელს Trendyol-ის აქციონერი Alibaba Group-ი გახდა.

Trendyol-ი ელექტრონული კომერციის ერთერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა საქართველოშიც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
02

26/07/2021
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ტურიზმი

კანიონები და მღვიმეები ვიზიტორებს ჯერ კიდევ ვერ იღებენ
04

19/05/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022