ევროპაში ჩინელი მაღალმხარჯველი ვიზიტორების დაბრუნებას ელიან
ევროპაში პოსტ-კოვიდის შემდეგ, ჩინელი ვიზიტორების დაბრუნებას ელიან. თუმცა, მოგზაურობის მონაცემთა ორგანიზაცია ForwardKeys-ის თანახმად, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით გამავალი ფრენების ჯავშნები მარტი-აგვისტოს პერიოდში პანდემიამდელი დონის მხოლოდ 32%-ს შეადგენს.
Reuters-ის ცნობით, ევროპელი ტუროპერატორები იმედგაცრუებული არიან მაღალმხარჯველი ჩინელი მოგზაურების მოსალოდნელზე დაბალი ჯავშნებით. მოგზაურთა ამ კატეგორიის დანახარჯი ერთ ადამიანზე პანდემიამდე 1500-დან 3000 ევრომდე მერყეობდა.
ახლა ევროპელი ტუროპერატორები იმედოვნებენ, რომ ჩინელი ვიზიტორების დანაკლისს ისეთი ქვეყნების ვიზიტორები დააბალანსებენ, როგორიცაა აშშ, სამხრეთ კორეა და ინდოეთი.
პანდემიამდე ჩინელი მოგზაურების რიცხვი ევროპაში არაევროპელი ტურისტების 10%-ს შეადგენდა. 2019 წლამდე, ათწლეულის განმავლობაში ბაზარი 350%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო ძვირადღირებული "შოპინგისა" და მაღალი დონის სარესტორნო მომსახურების მიმართ განსაკუთრებული ინტერესით.
თუმცა, სავიზო შეზღუდვები და შეზღუდული ავიაბილეთები ჩინელ მოგზაურებს ევროპაში ვიზიტს ზოგიერთ შემთხვევაში 80%-ით უძვირებს, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო. შესაბამისად, მოგზაურთა ეს კატეგორია ახლო მანძილზე მოგზაურობას ირჩევს, მათ შორისაა ჰონგ კონგი, სადაც ვიზიტები 1400%-ით გაიზარდა ბოლო ორი თვის განმავლობაში. ასევე, მათთვის საინტერესო მიმართულებაა ტაილანდი და მაკაო.
ევროპული ტურისტული ინდუსტრია ახლა ნაღდი ფულის მქონე ადგილობრივი დამსვენებლებითაა მოცული, რომლებიც იაფ დასასვენებელ ადილებს ეძებენ, რადგან გაძვირებულია ენერგიისა და საკვების საფასური.
ამათან, წლევანდელი ზაფხული, ევროპაში COVID-ის შეზღუდვების დასრულების შემდეგ, აეროპორტებისა და ავიაკომპანიებისთვის ერთგვარად, სატესტოა. საინტერესოა, როგორ გაუმკლავდებიან ისინი პერსონალის დეფიციტს და შეძლებენ თუ არა გასული ზაფხულის ქაოსის თავიდან არიდებას.