მსოფლიო
19/07/2021
Ermenegildo Zegna საფონდო ბირჟაზე გადის
იტალიური მოდის სახლი Ermenegildo Zegna საფონდო ბირჟაზე გადის. მოდის სახლის ღირებულება 3.2 მლრდ დოლარად შეფასდა.
მედია წერს, რომ Ermenegildo Zegna გეგმავს გარიგებას SPAC-თან, რაც 2021 წლის მეოთხე კვარტალში უნდა დაიხუროს. შემდეგ დაგეგმილია NYSE-ის ლისტინგში შესვლა და საფონდო ბაზრიდან 880 მლნ დოლარის მოზიდვა.
შეთანხმების მიხედვით, გაერთიანებულ კომპანიაში Zegna 62%-ს შეინარჩუნებს, SPAC მიიღებს აქციების 11% მიიღებს.
Ermenegildo Zegna 1910 წელს დაარსდა. ლუქს ბრენდს დღეისათღვის მსოფლიოს 80 ქვეყანაში 292 მაღაზია აქვს.
2020 პანდემიურ წელს Ermenegildo Zegna -ს შემოსავლები 23%-ით 1 მლრდ ევრომდე დაეცა. წმინდა ზარალი 45 მლნ ევრო იყო.