მსოფლიო
18/09/2023
ერდოღანმა ილონ მასკს თურქეთში Tesla-ს ქარხანის აშენება სთხოვა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ნიუ-იორკში Tesla-ს დამფუძნებელს ილონ მასკს შეხვდა.
თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანმა ილონ მასკს სთხოვა, თურქეთში Tesla-ს ქარხანა ააშენოს.
მათივე ცნობით, მასკმა თავის მხრივ განაცხადა, რომ საკითხზე Tesla-სთან ბევრი თურქი მიმწოდებელი უკვე მუშაობს და რომ თურქეთი მისი შემდეგი ქარხნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კანდიდატია.
ერდოღანი და ილონ მასკი ნიუ-იორკში, გაეროს მახლობლად მდებარე ცათამბჯენში განთავსებულ თურქულ სახლში შეხვდნენ.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე დასასწრებად იმყოფება.