მსოფლიო
07/03/2021

ელისაბედ II პირადი თვითმფრინავის გარეშე დარჩა

პირველად მმართველობის ისტორიაში ელისაბედ II პირადი თვითმფრინავის გარეშე დარჩა.

The Telegraph-ის ცნობით, თავდაცვის ხარჯების შემცირების გამო, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს პირადი თვითმფრინავები აღარ მოემსახურება. დედოფლის ავიაპარკში რჩება შვეულმფრენი AW-109, რომელიც დიდი ალბათობით, ელისაბედ II -სთან ერთად პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსაც მოემსახურება.

გამოცემა წერს, რომ 4 ავიალაინერი BAE-146 საჰაერო ძალების შემადგენლობიდან მომდევნო წელს გამოვა. ელისაბედ II ალბათ ისარგებლებს პრემიერის თვითმფრინავით RAF Voyager -ით, რომელსაც გასულ წელს ჩაუტარდა მოდერნიზაცია.

Businesspartner