დაწესდება თუ არა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ქცევის კოდექსი - რეგიონში დაძაბულობა იზრდება
„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციისა“ (ASEAN) და ჩინეთის ოფიციალური პირები გეგმავენ განაახლონ მოლაპარაკებები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ქცევის კოდექსის შემოღების შესახებ.
ASEAN-ის წევრი ქვეყნები ჩინეთთან ათწლეულების განმავლობაში აწარმოებენ მოლაპარაკებებს სავალდებულო ქცევის კოდექსზე, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საზღვაო დავებს მოაგვარებდა. ჩარჩო შეთანხმების პროექტი 2021 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის დაწყებამ დისკუსიები გადადო.
შეხვედრა რეგიონში განახლებული დაძაბულობის ფონზე ჩატარდება - მას შემდეგ რაც ფილიპინებმა ჩინეთი დაადანაშუალა წყლის ჭავლის გამოყენებით მისი ჯარების მომარაგების მისიის ჩაშლაში. ფილიპინების ჯარები გემზე სახელად World War II არიან დაბანაკებულები, კუნძულზე Second Thomas Shoal.
დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ათწლეულების განმავლობაში მწავდებოდა, ბოლო წლებში კი სპრატლის არქიპელაგის კუნძულების ჯგუფის გარშემო კონცენტრირდა. მიჩნეულია, რომ არქიპელაგი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და ღირებულ სავაჭრო მარშრუტზე მდებარეობს.
ახლა სპრატლის კუნძულებზე და მის მიმდებარე წყლებზე პრეტენზიას აცხადებენ ჩინეთი, ტაივანი, ვიეტნამი, მალაიზია და ბრუნეი. სამხრეთ ჩინეთის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე პარასელის ყველა კუნძულზე კი პრეტენზიას ჩინეთი, ტაივანი და ვიეტნამი გამოთქვამენ.
2013 წელს ფილიპინებმა ოფიციალურად წამოიწყო საარბიტრაჟო საქმე გაეროს 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციის მიხედვით. 2016 წლის ივლისში ქვეყანამ დავა მოიგო, თუმცა, გადაწყვეტილებას არ აღიარებს ჩინეთი.
დავამ რეგიონის სამხედრო და პოლიტიკური მეტოქეობა გააღვივა, ისევე როგორც ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. ჩინეთი თავის საზღვაო ფლოტს აპროექტებს, მაშინ როდესაც აშშ აღრმავებს ურთიერთობებს უსაფრთხოების ტრადიციულ მოკავშირეებთან - იაპონიასა და ფილიპინებთან და იჩენს ახალ მოკავშირეებს, როგორიცაა ვიეტნამი, ინდონეზია და მიანმარი.