მსოფლიო
17/08/2023

„დააბრუნე ჩვენი ფული“ - ჩინელმა ინვესტორებმა საპროტესტო აქცია გამართეს

გაბრაზებულმა ჩინელმა ინვესტორებმა  პეკინში, Zhongrong Trust-ის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ინვესტორები სკანდირებდნენ „დააბრუნე ჩვენი ფული“ მას შემდეგ, რაც ჩინურმა სატრასტო კომპანიმ გადასახადები არ გადაიხადა.

Reuters-ის გავრცელებულ კადრებში ჩანან შეშფოთებული ჩინელი ინვესტორები, რომლებიც Zhongrong Trust-ის შენობასთან კომპანიის მიერ გამოტოვებულ გადახდებს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ბოლო წლიური ანგარიშის მიხედვით, Zhongrong Trust 2022 წლის ბოლოს 785,7 მილიარდი იუანის (107,69 მილიარდი დოლარი) ღირებულების აქტივებს მართავდა, საიდანაც 629,3 მილიარდი იუანი ტრასტის პროდუქტებთან იყო დაკავშირებული.

Businesspartner