მსოფლიო
04/04/2023

Credit Suisse-ის თავმჯდომარე ბანკის გაკოტრებამდე მიყვანისთვის ბოდიშს იხდის

Credit Suisse-ის თავმჯდომარე ალექს ლემანმა შვეიცარიული ბანკის გაკოტრების ზღვარზე მიყვანისთვის ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, განიცდის აქციონერთა რისხვას ოდესღაც ღირსეული ფლაგმანის დაღუპვის გამო.

ციურიხში დაფუძნებული UBS-ის მიერ ნაჩქარევად შექმნილმა მენეჯმენტმა (რისთვისაც შვეიცარიამ საგანგებო კანონმდებლობა გამოიყენა) Credit Suisse-ის აქციონერებთან შეხვედრას გვერდი აუარა.

ბანკის მოქმედი ხელმძღვანელისა და აქციონერთა საბოლოო შეხვედრა 4 აპრილს გაიმართა. ექსპერტების განცხადებით, ეს აღნიშნავდა 167 წლის ბანკის „სამარცხვინო დასასრულს“. ბანკის, რომელიც შვეიცარიელმა მაგნატმა ალფრედ ეშერმა დააარსა.

აქსელ ლემანმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მას დრო ამოეწურა ბანკის გადასარჩენად. მიუხედავად მისი რწმენისა "საბედისწერო კვირის დასაწყისამდე".

„ჩვენ გვინდოდა მთელი ჩვენი ენერგია და ძალისხმევა მიგვემართა სიტუაციის გამოსასწორებლად. სამწუხაროა, რომ ამის დრო არ გვქონდა და მარტის იმ საბედისწერო კვირაში ჩვენი გეგმები ვერ შესრულდა. ამის გამო ნამდვილად ვწუხვარ. ბოდიშს ვიხდი, რომ ჩვენ ვეღარ შევძელით წლების განმავლობაში დაგროვილი ნდობის შენარჩუნება და ბოდიში, იმედის გაცრუების გამო“ - განაცხადა თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ბანკის მენეჯმენტი ბოლომდე იბრძოდა გამოსავლის მოსაძებნად.

„საბოლოოდ, მხოლოდ ორი ვარიანტი იყო: გარიგება ან გაკოტრება. ერთადერთი ალტერნატივა იქნებოდა რესტრუქტურიზაცია შვეიცარიის საბანკო კანონმდებლობის მიხედვით. თუმცა, ეს გამოიწვევდა ყველაზე ცუდ სცენარს, კერძოდ, აქციონერების ტოტალურ ზარალს, კლიენტებისთვის არაპროგნოზირებად რისკებს, მძიმე შედეგებს ეკონომიკისთვის და გლობალური ფინანსური ბაზრისთვის“ - განმარტა ალექს ლემანმა.

პარალელურად, შენობასთან, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. მათ სიმბოლურად, აქციაზე ჩაძირული ნავის ნაშთები მიიტანეს. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ბანკმა პასუხი უნდა აგოს სხვადასხვა სფეროში მისი საქმიანობის შედეგების გამო.

„ჩვენ, კლიმატის სამართლიანობის მოძრაობიდან ვითხოვთ Credit Suisse-მა გადაიხადოს კომპენსაცია ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის. შვეიცარიის მთავრობამ უნდა მიიღოს რეგულაციები შვეიცარიის ბანკების წინააღმდეგ, რათა დაასრულოს წიაღისეულის მოპოვება, კოლონიალიზმი და ბრძოლა ჩვენს ბუნებასთან. Credit Suisse-ს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით მოზამბიკში, სადაც ბანკმა 2 მილიონი ადამიანი სიღარიბემდე მიიყვანა და მოზამბიკის მთავრობას 11 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა“ - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

Businesspartner