მსოფლიო
17/03/2023

ჩიპების დეფიციტის გამო, გაზრდილია მოლოდინის დრო დამტენებსა და ელექტრომობილებზე

ჩიპებისა და ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტი კვლავ სახეზეა, შესაბამისად, გაზრილია ზოგიერთი ავტომობილის, ელექტრომობილისა და დამტენების შესყიდვის დრო.

E-space-ის გენერალური დირექტორის დავით იოსავას განმარტებით, ელექტრომობილების წარმოებაზე რიგებია, რაც სწორედ ნახევარგამტარების დეფიციტმა წარმოშვა. გაზრდილია მოთხოვნა დამტენებზეც და დეფიციტის გამო შენელებულია წარმოება

„საკმაოდაა გაზრდილი მოლოდინის დრო დამტენებსა და ელექტრომობილებზე. თითქმის არცერთ მწარმოებელს წინასწარ მარაგები აღარ აქვს, რადგან მოთხოვნა უნივერსალური და ინდივიდუალურია. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ფეხი ავუწყოთ ბაზრის მოთხოვნებს და ჩვენს პარტნიოებთან ერთად ვცდილოთ ყოველთვის გვქონდეს შესაბამისი მარაგი, რათა მივაწოდოთ მოთხოვნილ რაოდენობას“ - აცხადებს დავით იოსავა.

მისივე თქმით, პანდემიის შემდეგ ქვყანაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა მზარდია.

„ყოველდღიურად ათობით ელექტრომობილი იყიდება. იმპორტი გაიზარდა როგორც ამერიკიდან, ასევე აზიის ქვეყნებიდან. მზარდია იმპორტი ჩინეთიდან. ჩვენთან დამტენების ნაწილშიც გაზრდილია მოთხოვნა. ამიტომ, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვეთანამშრომლებით იმპორტიორ კომპაინებს, ვთავაზობთ მარავლფეროვან არჩევანს გაყიდვების ნაწილში, ყოველდღიურად გვაქვს ასევე კომუნიკაცია ავტოდილერებთან“ - ამბობს E-space-ის გენერალური დირექტორი.

Businesspartner