მსოფლიო
29/05/2023

ჩინურმა თვითმფრინავმა C919-მა პირველი კომერციული რეისი შეასრულა

ჩინეთში აშენებულმა თვითმფრინავმა C919-მა პირველი კომერციული ავიარეისი შეასრულა. ფრენა China Eastern Airlines-მა უზრუნველყო, რომელმაც შიდა წარმოების თვითმფრინავი სამგზავრო მომსახურებაში ჩაუშვა.

ვიწროტანიანი თვითმფრინავი C919 ჩინეთის კომერციულმა საავიაციო კორპორაციამ (COMAC) შეიმუშავა. პროექტზე მუშაობა 15 წლის წინ დაიწყო, რათა ქვეყანას კონკურენცია გაეწია Airbus A320neo-ისა და Boeing 737 MAX-ის რეაქტიული თვითმფრინავებისთვის.

პრეზიდენტმა სი ძინპინმა პროექტი შეაფასა, როგორც ჩინეთის ერთ-ერთი საუკეთესო ინოვაციური მიღწევა.

Businesspartner