მსოფლიო
21/06/2022

ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

მაისში ჩინეთში რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეკორდული 55%-ით გაიზარდა. 

ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით CNN წერს, რომ რუსული ნავთობის იმპორტმა, მათ შორის აღმოსავლეთ ციმბირის წყნარი ოკეანის მილსადენით და რუსეთის, ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის პორტებიდან საზღვაო გადაზიდვებით, დაახლოებით 8,42 მილიონი ტონა შეადგინა. ეს რიცხვი კი დღიურად 1.98 მილიონი ბარელის ტოლია. 

CNN-ის თანახმად, ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ რუსეთმა რეიტინგში დაიბრუნა ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორის სტატუსი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დასავლეთის სანქციების მიუხედავად პარტნიორების პოვნა მაინც შეუძლია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რუსეთს პროდუქციაზე ფასების შემცირება მოუწია. 

ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, ჩინეთში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტმა შეადგინა თითქმის 400,000 ტონა გასულ თვეში, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზე 56%-ით მეტია. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022