მსოფლიო
29/06/2020

ჩინეთის ნავთობკომპანიები  ალიანსის შექმნას გეგმავენ

ჩინეთის უმხსვილესი ნავთობკომპანიები  ნავთობის ერთობლივი შესყიდვისათვის ალიანსის შექმნას გეგმავენ.

Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია ოთხ სახელმწიფო ნავთობკომპანიაზე, რათა მათ რიგ სახეობის ნავთობზე საერთო ფასი გამოაცხადონ.  იდეას უკვე აქვს ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერა.

მოლაპარაკებებს ალიანსის შექმნაზე აწარმოებენ  China Petroleum & Chemical, PetroChina, CNOOC და Sinochem Group -ი.  ჩინური კომპანიები ელიან, რომ ასეთი ალიანსი მათ მისცემს ძლიერ გავლენას შესასყიდი ნავთობის ოდენობასა და ფასზე.