ჩინეთის მარეგულირებელი 13 ტექნოლოგიური კომპანიისგან ფინანსური რეგულაციების გამკაცრებას მოითხოვს
ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანიზაციებმა 13 ონლაინ პლატფორმას მოუწოდეს, თავიანთი ფინანსური განყოფილებები უფრო მკაცრი რეგულაციებით დაიცვან, რაც ჩინეთის ტექნიკურ გიგანტებზე კონტროლის გაძლიერებას ნიშნავს.
როგორც BBC-ი წერს, პლატფორმებს შორისაა, Tencent-ი და TikTok-ის მშობელი კომპანია ByteDance.
ხელისუფლების მიზანი "კაპიტალის უწესრიგოდ გაფართოება" და მონოპოლიური ქცევის თავიდან აცილებაა.
”ინტერნეტ პლატფორმებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ფინანსური მომსახურების ეფექტურობის გაუმჯობესებისა და მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომობის გაფართოებაში. ამავე დროს, ზოგიერთი ფინანსური მომსახურება მუშაობდა ლიცენზიის გარეშე და სერიოზული დარღვევებია ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარეგულირებელი არბიტრაჟი, უსამართლო კონკურენცია და მომხმარებელთა ინტერესების დაზიანება”, - ნათქვამია ნათქვამია ჩინეთის სახალხო ბანკის განცხადებაში.
პლატფორმებს, ფინანსური ჰოლდინგის შექმნა დაევალათ, ეს ნაბიჯი ამკაცრებს კაპიტალის მოთხოვნებს. მათ ასევე სთხოვეს შეადგინონ "ბიზნესის გამოსწორების" გეგმები, რომლებიც შეესაბამება რეგულაციებს, შეწყვიტონ "არასათანადო" კავშირი მათ გადახდის ინსტრუმენტებსა და სხვა ფინანსურ პროდუქტებს შორის.
მარეგულირებლის სურვილების სია, ძირითადად, მსგავსია იმ მოთხოვნების ჩამონათვალის, რითაც მათ ამ თვის დასაწყისში Alibaba-ს შვილობილ ფინანსურ კომპანიას Ant Group-ს მიმართეს.
პეკინმა fintech-ის წინააღმდეგ მოქმედება მას შემდეგ დაიწყო, რაც Ant Group-ს დამფუძნებელმა მილიარდერმა ჯეკ მამ ქვეყნის მარეგულირებელი სისტემა გააკრიტიკა.
Ant- ის შვილობილი კომპანია Alibaba ამ თვის დასაწყისში მონოპოლური პრობლემების გამო რეკორდული ჯარიმით 2.8 მილიარდი დოლარით "დააჯილდოვეს".