ჩინურმა მარეგულირებელმა ტექნიკური გიგანტი Alibaba რეკორდული $2,75 მლრდ-ით დააჯარიმა
მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ საცალო ვაჭრობის ჩინური კომპანია Alibaba რეკორდული თანხით, 2,75 მლრდ დოლარით დაჯარიმდა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჩინეთის მარეგულირებლების განცხადებით, ინტერნეტ გიგანტი ბაზარზე არსებულ დომინანტ პოზიციას რამდენიმე წლის განმავლობაში ბოროტად იყენებდა.
კომპანიამ განაცხადა, რომ იგი იღებს ამ დადგენილებას და უზრუნველყოფს მის შესრულებას.
ჯარიმის ოდენობიდან გამომდინარე ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ ჩინეთი ინტერნეტ პლატფორმის წინააღმდეგ მიდის.
საცალო ვაჭრობა Alibaba-ს ძირითადი საქმიანობაა, მაგრამ კომპანია მუშაობს ციფრულ გადახდებზე, საკრედიტო და ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე.
რეგულატორები აცხადებენ, რომ Alibaba-მ ზოგიერთ გამყიდველს სხვა პლატფორმების გამოყენების აკრძალვით კონკურენცია შეზღუდა.
”ეს მართლაც ყველაზე მაღალი პროფილის ანტიმონოპოლური საქმეა ჩინეთში. ბაზარი გარკვეული დროის განმავლობაში ელოდა მაგავს ჯარიმას, მაგრამ ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს ანტიმონოპოლური გამოძიების მიღმა მიღებულ ზომებს.”- ნათქვამია BBC-ის სტატიაში.
ქვეყნის სხვა ტექნიკური გიგანტები, მათი მზარდი გავლენის გამო, ასევე განიცდიან მარეგულირებლის მხრიდან მკაცრ ზეწოლას.
ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის, გასულ თვეში 12 კომპანია დაჯარიმდა, მაღ შორის: Tencent, Baidu, Didi Chuxing, SoftBank, ByteDance და სხვა.
Alibaba-ს დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეკ მა ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია.