მსოფლიო
05/06/2023

ChatGPT vs Google Bard-ის სიღრმისეული შედარება

გამოცემა TechRepublic-ი ChatGPT-ის და Google Bard-ის სიღრმისეული შედარებას აქვეყნებს. მიზანია, საზოგადოებამ დაინახოს მათი უნიკალური შესაძლებლობებისა და განსხვავებების შესახებ.

ChatGPT და Google Bard-ის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები არიან, რომლებიც შექმნილია კითხვებზე პასუხების შესაქმნელად.

სათანადო გამოყენების შემთხვევაში, ChatGPT და Google Bard შეიძლება გამოვიყენოთ გარკვეული ბიზნეს პროცესების მხარდასაჭერად კონტენტის წარმოებაში, განვითარებაში და სხვა.

ვნახოთ, როგორია თითოეული ხელსაწყოს მახასიათებლები, უპირატესობა და მინუსები. ChatGPT არის AI ჩატბოტი, რომელიც შემუშავებულია OpenAI-ის მიერ. ის ქმნის ადამიანის მსგავს პასუხებს შეყვანილი ტექსტის საფუძველზე. გავლილი აქვს ტრენინგი ინტერნეტის უზარმაზარ ტექსტებზე დაყრდნობით, რომელსაც დიდი ენის მოდელი ეწოდება.

Google Bard კიდევ ერთი AI ჩატბოტია. ChatGPT-ის მსგავსად, Google Bard-საც შეუძლია უპასუხოს კითხვებს და შექმნას ტექსტი მოთხოვნის საპასუხოდ.

ფასები

ChatGPT-ის ძირითადი ვერსია უფასოა, დღეში 100 შეკითხვის ლიმიტით. თვეში 20 დოლარად კი, ChatGPT Plus-ის მომხმარებელი იღებს უფრო სწრაფი რეაგირების დროს, ახალ ფუნქციებზე წვდომას და GPT-4-ზე წვდომას (უფასო ვერსია ამჟამად იყენებს GPT-3.5-ს).

ორგანიზაციებს, რომლებსაც არ აქვთ კონტრაქტი OpenAI-სთან, შეუძლიათ ლოდინის სიაში ჩაწერა ChatGPT API-ზე წვდომისთვის.

Google Bard უფასოა, კითხვების შეუზღუდავი რაოდენობით.

Google-ის პროდუქტები ხშირად რჩება უფასო, რადგან კომპანია ძირითადად, შემოსავალს რეკლამით იღებს. მახასიათებლების შედარება ChatGPT-ისა და Google Bard-ს აქვთ სასარგებლო ხელსაწყოები ტექსტის გენერირებისთვის – ნებისმიერი ინფორმაციის შეჯამებიდან დაწყებული ლექსისა თუ ესეს დაწერამდე.

ChatGPT ნავარჯიშებია ინტერნეტის ტექსტებზე, ხოლო Google bard-ს ტრენინგი ჩაუტარდა საუბრების სპეციალური მონაცემთა ბაზის საშუალებით.

შედეგად, ზოგი ამტკიცებს, რომ ChatGPT უკეთესია აბზაცებისა და რეზიუმეების, ტექსტზე დაფუძნებული შინაარსის დამუშავებაში, ხოლო Google Bard უკეთესია საუბრებში.

თუმცა, ChatGPT ემყარება მონაცემებს, რომლებიც ძირითადად 2021 წლამდე იყო შეგროვებული.მას არ აქვს წვდომა ინტერნეტში არსებული მასალების სრულ სპექტრზე, როგორც Google Bard-ს და, შესაბამისად, შეიძლება მოძველებული პასუხები აწარმოოს. მაგალითად, თუ გსურთ ChatGPT-ის გამოყენება Google Bard-ის შესახებ ინფორმაციის გასაგებად, ChatGPT ვერ გიპასუხებთ.

სასაუბრო პასუხები

ChatGPT და Google Bard გაწვრთნილი არიან მონაცემთა ნაკრებზე, რომლებიც ასობით მილიარდ პარამეტრს მოიცავს და ადამიანის მსგავს პასუხებს აგენერირებს.

გარდა ამისა, GPT-4-ს აქვს 100 ტრილიონზე მეტი პარამეტრი. თუმცა, მას შემდეგ, რაც Google Bard-ი გაწვრთნეს მონაცემებზე, რომლებსაც მყისიერი წვდომა აქვთ ინტერნეტზე და განახლებულ ბიბლიოთეკაზე, მას შეუძლია უფრო ახალ მონაცემებზე დაყრდნობილი პასუხების წარმოება, ვიდრე ChatGPT-ის.

მაგალითად, თუ იკითხავთ "რა მოხდა გუშინ ბუდაპეშტში?" Google Bard-ს შეუძლია ახალი ამბების მოვლენების რამდენიმე პუნქტის ჩამოყალიბება, ხოლო ChatGPT ცარიელია.

კონტექსტის გათვალისწინება

ChatGPT ინფორმაციას წინა საუბრებიდან და მომხმარებელთან წინა ურთიერთობიდან აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია გამოიყენოს კონტექსტი ჩათში საუბრისას.

Bard-საც შეუძლია გამოიყენოს კონტექსტი საუბრებში და ასევე, შეუძლია გააგრძელოს იქედან, სადაც მომხმარებელი შეჩერდა. მაგალითად, თუ იკითხავთ: „რას ფიქრობ ახალ თანამშრომელზე, რომელიც წინა დღეს ვახსენე?“

Bard-ს შეუძლია წინა მინიშნებების გამოყენებით გიპასუხოთ.

 

ChatGPT დადებითი და უარყოფითი მხარეები დადებითი მხარეები

-სწრაფი რეაგირების დრო:

ChatGPT ჯობნის AI ჩეთბოტების წინა თაობებს პასუხების სისწრაფეში, რითაც ის ეხმარება ბიზნესს გახდეს უფრო ეფექტური.  ChatGPT Plus კი უფრო სწრაფია ვიდრე Google Bard.

-ადამიანის მსგავსი პასუხების გენერირების უნარი:

ChatGPT-ს შეუძლია შექმნას უფრო ბუნებრივი ჟღერადობის ტექსტი, ვიდრე წინა თაობების ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებს, დიდწილად იმის გამო, რომ მონაცემთა დიდ რაოდენობაზე დაყრდნობით გაიწვრთნა.

-მომხმარებლისთვის მოსახერხებელი:

ChatGPT-ს შეუძლია შეასრულოს დავალებების ფართო სპექტრი, თარგმნიდან აბზაცების შეკუმშვამდე, სიმღერის ტექსტის შექმნამდე, და მას შეუძლია ამის გაკეთება ფართო აუდიტორიისთვის. მარტივი ინტერფეისი და პირდაპირი პასუხები მას მარტივ ინსტრუმენტად აქცევს მათთვის, ვისაც არ აქვს ტექნიკური გამოცდილება.

-მხარს უჭერს პროგრამირების ბევრ ენას: ChatGPT მხარს უჭერს Python, JavaScript, Java-ს და ათეულობით სხვა პროგრამირების ენას.

-მხარს უჭერს 20+ ენას: ChatGPT-ის შეუძლია ტექსტის გაგება და გენერირება 20-ზე მეტ ენაზე. ChatGPT-ის უარყოფითი მხარეები

-შეზღუდული სიზუსტე და სანდოობა: Chat GPT-ის პასუხები შეიძლება შეცდომებს შეიცავდეს, რადგან ის სასწავლო მონაცემებს იყენებს. ასევე, პასუხები არ არის უახლესი

- მისი ბოლო განახლება 2021 წლის სექტემბერშია.

-ფარული მიკერძოება: ChatGPT-მ შეიძლება მიკერძოებული პასუხები შექმნას მონაცემთა ნაკრების გამო, რომელზე დაყრდნობითაც მას ასწავლიან. თავად წყარო, მასალა შეიძლება შეიცავდეს მიკერძოებას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ChatGPT-ის მიერ შემოთავაზებულ პასუხებზე.მაგალითად, ChatGPT კარგად ვერ პასუხობს კითხვებს, რომლებიც არ არის ინგლისურად და ხშირად უშვებს შეცდომებს.

-არ აქვს რეალური სამყაროს აღქმა: ChatGPT შემოიფარგლება იმ მონაცემთა ნაკრებით, რომელზეც ავარჯიშეს, და მიუხედავად იმისა, რომ მას შთამბეჭდავი პასუხების წარმოება შეუძლია, ეფუძნება იმას, რაც ხელმისაწვდომია ონლაინ და არა რეალური ადამიანის გამოცდილებას.

Google Bard-ის ძლიერი და სუსტი მხარეები

Google Bard-ის ძლიერი მხარეები -მაღალი ხარისხის ტექსტის გენერირება: Google Bard-ს შეუძლია შექმნას ტექსტი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ადამიანსთვის საჭირო მთელი რიგი ამოცანების შესრულებას, კითხვებზე პასუხის გაცემას, მასალის შეჯამებიდან - ტექსტის თარგმნამდე.

-მონაცემთა დიდი ნაკრები: Google Bard წინასწარ არის მომზადებული ტექსტისა და კოდების მასიურ მონაცემთა ბაზაზე, რაც საშუალებას იძლევა შექმნას ეფექტური და საინფორმაციო პასუხები.

-კრეატიული ტექსტი: Google Bard-ს შეუძლია შექმნას ტექსტი, რომელიც მოიცავს სამუშაოს აღწერილობას, წერილებისა და ანგარიშების დაწერას, რაც მას მრავალმხრივ ინსტრუმენტად აქცევს საწარმოებისთვის.

-კოდის დაწერა მრავალი პროგრამირების ენაზე: Google ამტკიცებს, რომ ბარდს შეუძლია შექმნას კოდი მარტივი და რთული ამოცანებისთვის, ისევე, როგორც პროგრამირების რამდენიმე ენაზე.

-ენის მხარდაჭერა: ბარდი მხარს უჭერს ინგლისურს, იაპონურს და კორეულს. ასევე, შეუძლია სხვა ენების თარგმნა. უარყოფითი მხარეები

-გამოთვლითი რესურსები: დიდი ტრანსფორმერი მოდელები იყენებს უამრავ გამოთვლით რესურსს.

სიფრთხილე AI ჩეთბოტების გამოყენებისას

ChatGPT და Google Bard ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და შეიძლება შეიცავდნენ შეცდომებს ან მიკერძოებებს.

ამიტომ, მომხმარებლები კრიტიკულად უნდა მოეკიდონ ChatGPT-ისა და Google Bard-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სხვა გზებით დააზუსტონ.

გარდა ამისა, არსებობს კონფიდენციალურობის საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია ChatGPT-ისა და Google Bard-ის მიერ პირადი ინფორმაციის შეგროვებასთან, ისევე, როგორც ამას საძიებო სისტემები აკეთებენ. შეიძლება მათ შეაგროვონ ინფორმაცია თქვენს IP მისამართზე, ტექსტზე და ინფორმაციის ბმულებზე დაყრდნობითაც კი.

ასევე მონაცემები ტელეფონის, ელექტრონული ფოსტისა და სოციალური მედიის შესახებ.

 

რომელი AI უნდა გამოიყენოს თქვენმა ორგანიზაციამ?

ChatGPT და Google Bard უფასოა — თუ არ აირჩევთ ფასიან ChatGPT Plus–ს.

ორივე AI ჩეთბოტი გაწვრთნილია და მათი პასუხები მსგავსია. Google Bard-ს აქვს რამდენიმე ფუნქცია, რაც მას განსაკუთრებით ეხმარება.

შეგიძლიათ მიიღოთ პასუხის „პროექტის“ ვერსიები, მრავალფეროვანი პასუხებიდან.

გარდა ამისა, Google Bard სრულიად განახლებულია და აქვს უახლეს ონლაინ ინფორმაციაზე წვდომა.

ChatGPT, თავის მხრივ, ეფუძნება 2021 წლის სექტემბრამდე არსებულ მონაცემებს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ორივე AI ჩეთბოტი შეიძლება მიდრეკილი იყოს შეცდომისა და მიკერძოებისკენ და შეაგროვოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

ამიტიმ, შეძლებისდაგვარად, მეტი შეიტყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს გენერაციული AI და რა სარგებელსა და საფრთხეებს შეიცავს ის.

Businesspartner