მსოფლიო
13/10/2023

ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ მიმოქცევისთვის ახალი დიზაინის მონეტები წარადგინა

ბრიტანეთის ოფიციალურმა ვალუტის მწარმოებელმა ქვეყნის ახალი მონეტები წარადგინა. ახალი კოინების დიზაინი ბუნებრივი სამყაროთია შთაგონებული.

სამეფო ზარაფხანამ (Royal Mint) მონეტების დამზადების შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თითოეული მონეტა ბრიტანეთის ფლორისა და ფაუნის უნიკალურ სურათს ასახავს.

„გასაოცარი დიზაინები მისმა უდიდებულესობამ ნახა და ასახავს მის ერთგულებას კონსერვაციისა და ბუნებრივი სამყაროსადმი, ასევე, ხაზს უსვამს ბრიტანულ ოსტატობას“ - თქვა სამეფო ზარაფხანის აღმასრულებელმა დირექტორმა ენ ჯესოპმა.

ერთი პენსის მონეტაზე გამოსახულია თხილის მღრღნელი თაგვი, რომელსაც სამეფო ზარაფხანა აღწერს, როგორც ქვეყნის უმცირესი ვალუტის ერთეულის „შესაბამის“ ობიექტს.

ორ პენსიან და ხუთ პენსიან მონეტაზე გამოსახულია წითელი ციყვი და მუხის ხის ფოთოლი.

ათი პენის მონეტის დიზაინზე მსოფლიოში ყველაზე დიდი როჭო -კაპერკაილია გამოსახული, რომელიც შოტლანდიაშია აღმოჩენილი.

ახალი ოცი პენსის მონეტაზე გამოსახულია ჩიტი (puffin), რომლის მსოფლიო პოპულაციის 10% დიდი ბრიტანეთის სანაპიროებზე მრავლდება. ორმოცდაათი პენსის დიდ მონეტებზე ატლანტიკური ორაგულია.

რაც შეეხება უფრო დიდი ნომინალის მონეტებს, სამეფო ზარაფხანამ განაცხადა, რომ ერთი ფუნტიან მონეტაზე გამოსახულია ორი ფუტკრის ილუსტრაცია, რაც ერთგვარად, „სიმბოლოა ბრიტანეთში არსებული 250+ სახეობის“.

დიდი ბრიტანეთის 2 ფუნტზე აღბეჭდილია ფლორა, რომელიც სიმბოლურად, განასახიერებს ქვეყნის ოთხ ერს - ვარდი ინგლისისთვის, ნარცისი - უელსისთვის, ეკალი - შოტლანდიისთვის და სამყურა - ჩრდილოეთ ირლანდიისთვის.

ახალი დიზაინის მონეტები, მიმოქცევაში სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლოს შევა.

Businesspartner