მსოფლიო
02/05/2023

BP-ის მოგება $5 მლრდ-მდე იზრდება

BP BP.L-მა პირველ კვარტალში 5 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო, რაც წინა სამ თვესთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. ზრდა ნავთობისა და გაზის ძლიერი ვაჭრობითაა გამოწვეული, პარალელურად კი, კომპანიამ აქციების გამოსყიდვის პროგრამა შეაჩერა.

BP-ის განცხადებით, მისი პირველი კვარტლის ძირითადი ჩანაცვლების ხარჯების მოგებამ 4,96 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. 2022 წლის მეოთხე კვარტალში ეს მაჩვენებელი 4,8 მილიარდი აშშ დოლარი იყო, თუმცა, შარშან კომპანიას ვარდნა ჰქონდა პირველ კვარტალში დაფიქსირებული 6,25 მილიარდი დოლარიდან.

BP-მ ასევე განაცხადა, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში დამატებით 1,75 მილიარდი დოლარის აქციებს შეიძენს. წინა სამი თვეში კომპანია 2,75 მილიარდი დოლარის აქციები უკვე შეიძინა.

BP-ის დივიდენდი უცვლელი დარჩა - თებერვალში 10%-იანი ზრდის შემდეგ დივიდენდი 6,61 ცენტი აქციაზე.

Businesspartner