მსოფლიო
11/08/2020

Bloomberg-მა მსოფლიოს ახალი მილიარდერის შესახებ აცნობა

1 მლრდ დოლარის ნიშნულს Apple -ის გენერალური დირექტორის ტიმ კუკის ქონებამ გადააბიჯა. ზრდა კომპანიის აქციების ფასების ზრდას უკავშირდება.

„კუკი შეუერთდა  ერთ-ერთ ყველაზე ელიტური ხელმძღვანელების კლუბს, იმ ადამიანებს, რომლებსაც კომპანია არ დაუფუძნებიათ. მისი კაპიტალი 1 მლრდ დოლარს აჭარბებს“, - აცხადებს Bloomberg-ი.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას Apple -ის  აქციები თითქმის 5%-ით გაძვირდა, შედეგად, კომპანიის კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონი დოლარს მიაღწია.

ტიმ კუკი კომპანიის 848 ათას აქციას ფლობს, ჯამური აქციების 0.02%-ს.

ამავე დროს, სააგენტო არ გამორიცხავს, რომ თუ კუკი ანონიმურად, მსხვილ თანხებს წირავს ქველმოქმედებას, მისი ქონება 1 მლრდ-ზე ნაკლებიც იყოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020