მსოფლიო
16/02/2021
Bitcoin-ის ფასმა $50 000-იან ნიშნულს გადააჭარბა
პირველად ისტორიაში, Bitcoin-ის ფასმა სამშაბათის ვაჭრობაზე 50 ათას დოლარიიან ნიშნულს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათში კრიპტოვალუტა 5% გაძვირდა, ბაზრის კაპიტალიზაციამ 928 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
ანალიტიკოსები Bitcoin -ის გაძვირებას კრიპტოინდუსტრიაში მიმდინარე პოზიტიურ მოვლენებს უკავშირებენ, მათ შორის, Tesla -ს დამფუძნებლის მიერ 1.5 მლრდ დოლარის ციფრული მონეტების ყიდვას.
კრიპტოვალუტის გაძვირებაზე დადებით გავლენას ახდენს საფინანსო კონგლომერანტის Morgan Stanley -ს გეგმა Bitcoin -ში ინვესტირების შესახებ. ციფრული ვალუტის მიმართ დადებითად არის განწყობილი Bank of New York Mellon.