მსოფლიო
30/06/2021
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თურქეთმა ჩინეთში გამაგრილებელი სასმელების პარტია გაგზავნა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, თურქეთმა ჩინეთში გამაგრილებელი სასმელების პარტია გაგზავნა.
კიდევ ერთი საექსპორტო საკონტენერო მატარებელი თურქეთიდან სიანის პროვინციაში ჩავა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შემდეგ, 41 ერთეული, 40 ფუტიანი კონტენერი ბაქოს პორტიდან აქტაუს პორტში ფიდერული გემით გაიგზავნება.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმშია. რკინიგზაზე სამუშაოების 82%-ია დასრულებული, მათ შორის, სრულად დასრულდა სარკინიგზო ხაზის ელექტროფიცირება.