მსოფლიო
15/10/2021
B0nd Girl - იახტა, ჯეიმს ბონდის სტილში €100 მლნ-ად
იახტა, ჯეიმს ბონდის სტილში, 100 მილიონ ევროდ იყიდება.
The Sun-ის ცნობით, საუბარია 70-მეტრიან, ორსართულიან ხომალდზე B0nd Girl. იახტის კორპუსი ფოლადით არის დამზადებული, შიდა ინტერიერი კი, დამზადებულია მუქი ხით.
იახტა დიზაინერებმა ჯორჯ ლუჩიანმა და ჰანი ჰომბერგენმა დაამზადეს. მათი ინსპირაციის წყარო სამხედრო-საავიაცია-კოსმოსური წარმოება და ჯეიმს ბონდის ფილმები გახდა.