მსოფლიო
27/04/2020

აზერბაიჯანის 4 ბანკში დროებითი ადმინისტრატორი შედის

აზერბაჯანის 4  კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრატორი შედის.

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, დროებითი ადმინისტრატორების მმართველობაში გადავლენ Atabank -ი, AGBank-ი, NBC Bank-ი და Amrah Bank-ი. ამ ბანკებში ყველა უფლებამოსილება კანონმდებლობის თანახმად, ამ მმართველების ხელში გადავა.

რა გახდა მიზეზი თემასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გავრცელება იგეგმება.

აზერბაიჯანში 2019 წლის ბოლოსთვის 2 სახელმწიფო და 28 კომერციული ბანკი ოპერირებდა.