ავტომობილების პროფკავშირმა Ford-ის უდიდესი ქარხანა გააჩერა
United Auto Workers-ის პროფკავშირმა მსოფლიოში Ford-ის უდიდესი ქარხანა დახურა და მომგებიანი პიკაპების წარმოება შეაჩერა.
UAW-მ განაცხადა, რომ Ford's Kentucky-ის სატვირთო ქარხანაში პროფკავშირის 8700 წევრი გაიფიცა მას შემდეგ, რაც პროფკავშირისთვის ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ნომერ მეორე ავტომწარმოებელმა ხელშეკრულების შემდგომ გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
ავტომწარმოებლებმა ხელფასების საწყისი შეთავაზება გააორმაგეს, დათანხმდნენ ხელფასების გაზრდას ინფლაციასთან ერთად და დროებითი მუშაკებისთვის ანაზღაურება გააუმჯობესეს, თუმცა, პროფკავშირი კიდევ უფრო მაღალ ხელფასებს ითხოვს. დამატებითი მოთხოვნებია ორსაფეხურიანი სახელფასო სისტემის გაუქმება და პროფკავშირების გაფართოება ელემენტების ქარხნების სამივე კომპანიაში.
UAW პრეზიდენტის შონ ფეინის გადაწყვეტილება - დახუროს Ford Super Duty პიკაპების, Lincoln Navigator-ისა და Ford Expedition SUV-ების ამწყობი ხაზები, დიდი დარტყმაა Ford-ისთვის, რამაც შეიძლება ავტომწარმოებლის მთელი წლის მოგება სწრაფად შეარყიოს.