მსოფლიო
30/08/2021
ავტომობილები 5G-ით - GM-ის და AT&T-ის კოლაბორაციით მოდელები 2024 წლიდან გამოჩნდება
ავტომობილები 5G კავშირით - General Motors და AT&T კოლაბორაციის მიზანია „გამოუშვან მსოფლიოში ყველაზე დიდი ავტოპარკი 5G მხარდაჭერით“ .
5G ქსელის მხარდაჭერა 2024 წლის მოდელების ნაწილს ექნება. უახლოეს ათწლეულში კი, შემდეგი თაობის ინტერნეტთან კავშირი GM-ის მილიონობით ავტომობილს უნდა ჰქონდეს.
GM და AT&T 5G ქსელის მასშტაბურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის Microsoft-ის ღრუბლოვან სერვისს გამოიყენებენ.
მობილური ქსელის ტექნოლოგიის მეხუთე თაობა 5G ბევრად სწრაფია, გააჩნია მონაცემთა უფრო მაღალი მოცულობა და რეაგირებისთვის გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე მისი წინამორბედი 4G. 5G ავტომობილებში უფრო მეტი აპლიკაციის გამოყენებას ხდის შესაძლებელს.