მსოფლიო
21/12/2020
Aston Martin-მა ჯეიმს ბონდის ცნობილი ავტომობილის თანამედროვე ვერსია წარადგინა
Aston Martin-მა ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ცნობილი ავტომობილის DB5-ის თანამედროვე ვერსია წარადგინა.
ეს ავტომობილი „აგენტი 007“-ის მესამე ფილმში „გოლდფინგერშია“ გამოყენებული სპორტული ავტომობილის ზუსტი ასლია.
Aston Martin DB5 Continuation შემუშავდა „აგენტი 007“-ის ფრანჩაიზის უფლების მფლობელ კონოსტუდია Eon Productions-თან ერთად. ავტომობილის შექმნაში ჩართული იყო კრის კორბუილდი, რომელიც 1980-იან წლებში ჯეიმს ბონდის ფილმებში სპეც-ეფექტებზე იყო პასუხისმგებელი.
Aston Martin DB5 Continuation-ი ხელით არის აწყობილი. სულ 25 ეგზემპლიარი გამოვა, თითო მათგანის ღირებულება 2.75 მლნ ფუნტი სტერლინგი იქნება (გადასახადების გარეშე).