Aston Martin-ის აქციებს ჩინური ავტომწარმოებელი ყიდულობს
Aston Martin-ის აქციებში ინვესტირებას ჩინური ავტომწარმოებელი Geely განახორციელებს.
მას შემდეგ, რაც ამის შესახებ Aston Martin-მა განაცხადა, მისი აქციების ღირებულება თითქმის 25%-ით გაძვირიდა.
ჩინური კომპანია 234 მილიონი ფუნტის ინვესტიციას ახორციელებს.
Geely შეიძენს 42 მილიონ ჩვეულებრივ აქციას ლოურენს სტროლის Yew Tree-სგან, რომელიც ამჟამად Aston Martin-ის უმსხვილესი აქციონერია. თითო აქციას კომპანია 335 პენსად შეიძენს და ასევე, გამოიწერს 28 მილიონ აქციას იმავე ფასად, რაც ბრიტანულ ფირმას ნაღდი ფულის სახით 95 მილიონ ფუნტს მოუტანს.
Aston Martin-ს, რომელიც გამოგონილი საიდუმლო აგენტის ჯეიმს ბონდის რჩეული ავტომობილია, აღნიშნული ინვესტიცია გზას უხსნის გრძელვადიანი გეგმები დაისახოს და ასევე, შეამციროს წმინდა დავალიანება, რაც მარტის ბოლოს 868,1 მილიონ ფუნტს შეადგენდა.
საუკუნოვანმა კომპანიამ, რომელიც თავისი ისტორიის განმავლობაში შვიდჯერ გაკოტრდა, თვის დასაწყისში განაცხადა, რომ 2023 წელი იქნება მისი „პიკური წელი“ კაპიტალური დანახარჯებისთვის.