მსოფლიო
04/09/2023

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 10,58 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  შემცირდა  10,58  მილიონი ბარელით და  422,944  მლნ ბარელი შეადგინა.

ბენზინის მარაგები  შემცირდა  0,21 მილიონი ბარელით  და შეადგინა  217,412  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 1,24 მილიონი ბარელით და  117,923  მლნ ბარელი შეადგინა. ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა 100 ათასით და შეადგინა 12,8 მლნ ბარელი/დღე-ღამეში. 

ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. 

 

Businesspartner