აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისია Amazon-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) ასრულებს ანტიმონოპოლიურ სარჩელზე მუშაობას, რომელიც Amazon-ის წინააღმდეგაა მიმართული.
გამოცემა Politico იტყობინება, რომ ამ სარჩელმა შესაძლოა, დაანგრიოს კომპანიის სტრუქტურის ზოგიერთი ნაწილი.
სარჩელი მრავალმხრივია და მოსალოდნელია, რომ FTC აგვისტოში Amazon-ის ბიზნეს პრაქტიკას დაუპირისპირდება.
საჩივრის ძირითადი ნაწილი მოიცავს შვილობილი კომპანიის Amazon Prime-ის მიმართ პრეტენზიებს. FTC-ის განმარტებით, Amazon-ის წესებით, იბლოკება დაბალი ფასები კონკურენტ ვებსაიტებზე და მისი ეს პოლიტიკა მერჩანტებს აიძულებთ Amazon-ის ლოჯისტიკური და სარეკლამო სერვისები გამოიყენონ.
ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ ათობით მოწმე გამოკითხა, როგორც Amazon-ში, ასევე მის მიღმა. მათ შორის, გამოიკითხნენ აღმასრულებელი დირექტორი ენდი ჯასი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი.
FTC-ი თავის მოხსენებაში აცხადებს, რომ სავარაუდოდ, საქმეს არა შიდა ტრიბუნალში, არამედ, ფედერალურ სასამართლოში შეიტანს.