მსოფლიო
09/02/2021

აშშ-ს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მოლოდინმა ნავთობის ფასი პანდემიამდელ ნიშნულს მიუახლოვა

პირველად 2020 წლის იანვრის შემდეგ, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 60 დოლარიან ნიშნულს გადააბიჯა.

ორშაბათის ვაჭრობაზე ლონდონის ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 60.10 დოლარს მიაღწია. ბოლოს 60 დოლარზე მეტი ნავთობი 2020 წლის 29 იანვარს, პანდემიის დაწყებამდე ღირდა.

დასავლეთ ტეხასური ნავთობის WTI-ის ფიუჩერსების ფასი კი, 1.19%-ით გაიზარდა და $57,53 დოლარს მიაღწია.

ნავთობის ფასის ზრდა OPEC +-ის განცხადებამ და ბაიდენის მიერ დაანონსებულმა ამერიკის ეკონომიკის სტუმულირების $1.9 ტრილიონიანმა გეგმამ განაპირობა, რამაც გააჩინა მოლოდინი, რომ აშშ-ს ეკონომიკა სწრაფად აღდგება.

2021 წელს ნავთობზე მოთხოვნის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას ელიან OPEC + -შიც.

"მსოფლიოში COVID-19 -ის ვაქცინების ფართო ხელმისაწვდომობამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკისა და ნავთობის მოხმარების უფრო სწრაფი ზრდა, განსაკუთრებით 2021 წლის მეორე ნახევარში", - მიიჩნევენ გაერთიანებში შემავალი ქვეყნები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023