მსოფლიო
27/01/2021
Apple-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის ტიტული დაიბრუნა
Apple-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის ტიტული დაიბრუნა. ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-მა ამერიკული კორპორაცია 263,3 მლრდ დოლარად შეაფასა, რითაც 2016 წლის შემდეგ პირველად სიის სათავეში დაბრუნდა.
მეორე ადგილზე Amazon-ია, 254.2 მლნდ დოლარის ღირებულებით. მისი ღირებულება ბოლო 1 წელიწადში 15%-ით გაძვირდა.
სამეულის ბოლო პოზიციაზე Google-ია. ბრენდის ფასი 191.2 მლრდ დოლარია, ღირებულების მხოლოდ 1%-ით ზრდის შემდეგ.