მსოფლიო
31/07/2020
Apple-მა ახალი iPhone -ის პრეზენტაციის თარიღი გადაწია
Apple-მა ახალი iPhone-ის პრეზენტაციის თარიღი გადაწია, ინვესტორებს კი, კარგი ფინანსური მაჩვენებლების მიღებაზე განუცხადა.
Bloomberg-ი კომპანიის ფინანსურ დირექტორზე, ლუკ მაესტრიზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი მოდელის პრეზენტაცია სექტემბერში არ შედგება, როგორც ეს ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა. პრეზენტაცია რამდენიმე კვირით გვიან დაიგეგმა, კერძოდ, ოქტომბერში.
Apple-მა ფინანსური წლის მესამე კვარტალის (დასრულდა 27 ივლისს) შედეგებიც გაასაჯაროვა. კვარტალური შემოსავალი რეკორდულია და 59.7 მლრდ დოლარია, 11%-ით მეტი ვიდრე შარშან ამავე პერიოდში. 1 აქციაზე წმინდა მოგება 2.58 დოლარია, რაც 18%-იან ზრდას აჩვენებს.