მსოფლიო
23/03/2020

Apple-ის კაპიტალიზაცია 1 ტრილიონზე დაბლა დაეცა

iPhone -ის მწარმოებელი Apple -ის კაპიტალიზაცია 23 მარტის ვაჭრობაზე, 1 ტრილიონ დოლარზე დაბლა დაეცა.

მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გაგრძელების ფონზე, საფონდო ბაზარზე აქციების პანიკური რეალიზაცია.

ბოლო მონაცემებით, Apple-ის აქციების ფასი 3.5%-ით დაეცა. კომპანიის საბაზრო ღირებულება 953.85 მილიარდი დოლარია.

თბილისის დროით 17:39 საათზე 1 აქციის ფასი 218 დოლარი იყო. ტრილიონამდე რომ გაიზარდოს კომპანიის ღირებულება 1 აქცია 228.5 დოლარი უნდა ღირდეს. ბაზრის მოთამაშეები შეშფოთებულნი არიან საცალო ვაჭრობაში არსებული პრობლემებით, ასევე წარმოების დანაკარგებით და მასობრივი საკარანტინო ვითარებით. იმის გამო, რომ Apple -მა მსოლიოს მასშტაბით მაღაზიები დახურა, ინვესტორები კომპანიის შემოსავლების გაუარესებას ელიან.

შეგახსენებთ, Apple პირველი ამერიკული კომპანია იყო, რომლის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონს გადააჭარბა. „ტრილიონერთა“ კლუბში ასევე არიან Amazon, Alphabet და Microsoft.