Alibaba-მ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელი Tongyi Qianwen წარადგინა
Alibaba-მ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელი Tongyi Qianwen წარადგინა. ჩინური კომპანიის ტექნოლოგიური ვერსია ჩატბოტ ChatGPT-ის ერთგავარი გამაძლიერებელია.
Tongyi Qianwen-ი ითარგმნება, როგორც "სიმართლე ათასი კითხვიდან". Alibaba აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ის კომპანიის ყველა აპლიკაციაში იქნება ინტეგრირებული.
სადემონსტრაციო ვიდეოში ჩანს, რომ Alibaba-ს AI მოდელი ადგენს მოსაწვევ წერილებს, გეგმავს მოგზაურობის მარშრუტებს და იძლევა რჩევებს საყიდლებზე.
აღმასრულებელი დირექტორი დანიელ ჟანგის განცხადებით, ტექნოლოგია "მოიტანს დიდ ცვლილებებს" ადამიანთა ცხოვრების წესში.
ხელოვნური ინტელექტის მოდელი თავდაპირველად ინტეგრირებული იქნება Alibaba-ს სამსახურებრივი შეტყობინებების აპლიკაცია DingTalk-ში. აქ მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება შეხვედრის შენიშვნების შესაჯამებლად, ელ.წერილების დასაწერად და ბიზნეს წინადადებების შესაქმნელად. ამასთან, Tongyi Qianwen-ი დაემატება Alibaba-ს ხმოვან ასისტენტსაც.
მას შემდეგ, რაც გასულ წელს Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილი ChatGPT ამუშავდა, მთავრობების მხრიდან AI-ის მიმართ მთელ მსოფლიოში გაზრდილია კონტროლი.
ჩინეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა წესების პროექტი, რომელიც ასახავს, თუ როგორ უნდა იმართოს გენერაციული AI სერვისები. წესებში ნათქვამია, რომ გენერირებული კონტენტი უნდა შეესაბამებოდეს ე.წ. „ძირითად სოციალისტურ ღირებულებებს“. გარდა ამისა, უნდა ემორჩილებოდეს მონაცემთა უსაფრთხოებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ კანონებს.
მათ, ვინც წესებს დაარღვევს, შეიძლება დაეკისროთ ჯარიმები ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.