Airbus-ი 2024 წლისთვის ავიაკომპანიებს მიწოდების შეფერხებაზე ატყობინებს
ევროპული Airbus-ი ავიაკომპანიებს მიწოდების შეფერხებაზე ატყობინებს. 2024 წლისთვის შეფერხდება მისი ყველაზე გაყიდვადი ერთსართულიანი თვითმფრინავის რამდენიმე ასეული ერთეულის მიწოდება. გადაცადების პერიოდი დაახლოებით სამი თვეა.
Airbus-ი Reuters-თან ადასტურებს რომ დაუზუსტებელი შეფერხებები იქნება, თუმცა, განმარტავს, რომ ეს არ ასახავს მიწოდების ჯაჭვის გაუარესებას, რადგან მან წლის დასაწყისში გადახედა წარმოების გეგმებს უკვე გადახედა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა წარმოების მიზნები 2024 წელს და მის შემდგომ.
შეფერხებები ძირითადად, აისახება დიდ და რთულ A321neo მოდელზე.
შექმნილი ვითარების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ავიაკომპანიებმა და სალიზინგო კომპანიებმა ბოლო თვეებში პროტესტი გამოთქვეს მოკლევადიანი შეფერხებების შეტყობინებების გამო, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების ფონზე.
პარალელურად, Airbus-ი განმარტავს, რომ მისი მიზანია იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ვითარების შესახებ ცნობებს დროულად გაავრცელებს.