მსოფლიო
06/10/2020

Airbnb-ი IPO-ს გეგმავს

ამერიკული კომპანია Airbnb-ი 3 მლრდ დოლარის ინვესტიციის მოზიდვას აპირებს. უძრავი ქონების გაქირავების ოპერატორი ინვესტიციის მოზიდვას აქციების პირველადი განთავსების დროს შეეცდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს წყაროს ცნობით, აქციების პირველადი განთავსების შედეგად კომპანიის საბაზრო ღირებულებამ შესაძლოა, 30 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

აქციების  საჯარო განთავსება დეკემბერშია დაგეგმილი, თუმცა ვადებზე შესაძლოა, ცალკეულმა ფაქტორებმა იქონიოს გავლენა, მათ  შორის, ამერიკაში 3 ნოემბერს დაგეგმილმა საპრეზიდენტო არჩევნებმა.

Wall Street Journal-ის  ცნობით, 2017 წელს Airbnb-ი 31 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის გამო 18 მილიარდის ღირებულება დაკარგა. კომპანიის ამჟამინდელი ღირებულება 21 მილიარდი დოლარია.

უძრავი ქონების გაქირავების ოპერატორი კომპანია საქართველოშიც აქტიურია და საკმაო პოპულარობით  სარგებლობს.

 

 

ფოტო: Los Angeles Times

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022