მსოფლიო
15/02/2023

Air India-მ ფრანგულ Airbus-ს 250 თვითმფრინავი შეუკვეთა

Air India-მ ფრანგული Airbus-თან 250 თვითმფრინავის შეკვეთაზე შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება იმ დიდი გარიგების ნაწილია, რომელის თანახმადაც, ავიაკომპანიამ ათწლეულის განმავლობაში Airbus-ისგან ჯამში 470 თვითმფრინავი უნდა შეიძინოს და მისი ახალი მფლობელის Tata Group-ის ქვეშ ტრანსფორმაცია განიცადოს.

Tata Group-ის წარმომადგენლების განცხადებით, 250 თვითმფრინავიდან 40 ერთეული დიდი მოცულობის A350 იქნება, რაც მსოფლიოს მასშტაბით, ულტრა გრძელ მანძილზე ფრენისთვის იქნება გამოყენენებული.

„ჩვენ ნაწილობრივ დავიწყეთ მასიური ტრანსფორმაცია და მზად ვართ ავაშენოთ მსოფლიო დონის ავიაკომპანია, რომელიც ცნობილი იქნება უსაფრთხოებით, ფრენების დროული შესრულებით, ინდური სტუმართმოყვარეობით, თანამედროვე ფლოტითა და ყველა მგზავრისთვის სასარგებლო გამოცდილებით,“ - აცხადებს Tata Group-ის თავმჯდომარე.

კომბინირებული 470 თვითმფრინავის შეკვეთა ყველაზე დიდი გარიგებაა, რაც ავიაკომპანიას აქამდე დაუდია.

ანალიტიკოსების თქმით, ეს მიანიშნებს ინდოეთის ამბიციაზე გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საავიაციო ბაზარი თავისი მზარდი ბაზითა და მთელ მსოფლიოში გავრცელებული დიდი დიასპორით.

ონლაინ ღონისძიებას ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ესწრებოდნენ, სადაც ხაზი გაუსვეს შეთანხმების პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას.

Businesspartner