მსოფლიო
24/02/2023

2035 წლიდან ევროკავშირში ბენზინისა და დიზელის მანქანების გაყიდვა იკრძალება

2035 წლიდან ევროკავშირში ბენზინისა და დიზელის ახალი მანქანების გაყიდვა იკრძალება. ევროპარლამენტმა კანონი უკვე დაამტკიცა, რაც მიზნად ისახავს ელექტრომობილებზე გადასვლის დაჩქარებას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას.

დადგენილი წესების თანახმად, 2035 წლისთვის ავტომწარმოებლებმა CO2-ის გამონაბოლქვი 100%-ით უნდა შეამცირონ ახალ მანქანებში. შესაბამისად, გაერთიანების 27-ვე ქვეყნაში შეუძლებელი ხდება წიაღისეული საწვავზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვა.

2030 წლიდან 2035 წლამდე გაყიდული მანქანებისთვის კანონი აწესებს CO2-ის ემისიების 55%-ით შემცირებას.

ევროკავშირის ქვეყნები კანონმდებლებთან გასული წლის ოქტომბერში შეთანხმდნენ, თუმცა, წესების საბოლოო დამტკიცება მარტში იგეგმება.

„მოგვწონს თუ არა, ინდუსტრიული რევოლუცია ხდება. ჩვენ შეგვიძლია მისი წარმართვა და ის უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ფასეულობებს. საჭიროა, გადავაკეთოთ, თავიდან ავაშენოთ ჩვენი ინდუსტრიები, მომავალს მოვარგოთ. ამ პროცესების დაწყება კი მანქანების ინდუსტრიით შეგვიძლია დავიწყოთ“ - აცხადებს ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ფრენს ტიმერმანსი.

მანქანებთან დაკავშირებული CO2 კანონი ევროკავშირის გამკაცრებული კლიმატის პოლიტიკის ფართო პაკეტის ნაწილია, რომელის მიზანი ევროკავშირის მასშტაბით, სათბურის გაზების ემისიების შემცირებაა.

 

Businesspartner