ელექტრონული ჯანდაცვის სისტემაში მოდერნიზაცია იგეგმება – რა შეიცვლება კლინიკების დაფინანსებაში
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკებისთვის ანაზღაურება არა ცალკეული შემთხვევების კალკულაციების გადაგზავნით, არამედ EHR სისტემით უნდა მოხდეს. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში ჰოსპიტლის მართვის სისტემა ,,Medsoft”-ის ერთერთმა დამფუძნებელმა არჩილ კაპანაძემ განაცხადა.
EHR სისტემა არის ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონული ჩანაწერების სისტემა. ესაა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ციფრული საცავი, რომელიც 2019 წლის 3 იანვარს ამუშავდა.
სისტემის არსებობა არის ნაბიჯი ელექტრონული ჯანდაცვის განვითარების მიმართულებით, ის მოითხოვს სხვადასხვა სახის სამედიცინო ინფორმაციის შეგროვებას თითოეულ პაციენტზე.
არჩილ კაპანაძის ინფორმაციით, სისტემის ამოქმედების მიუხედავად, ის არასრულად მუშაობს, რადგან მასში ინფორმაციის არასრულად ატვირთვისთვის სანქციები არაა დაწესებული, შესაბამისად, კლინიკას შეუძლია ბევრი რესურსი არ დახარჯოს და მონაცემები არასრულად შეიტანოს.
ამასთან, არჩილ კაპანაძის ინფორმაციით, კლინიკებმა 2-3 კვირის წინ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღეს შეტყობინება პროგრამის მოდიფიკაციის დაწყების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, სამინისტრომ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა, რათა სისტემამ სრულყოფილად იმუშაოს და ანაზღაურებაც ელექტრონულად, ცენტრალიზებული სისტემის საშუალებით მოხდეს.
„როდესაც პაციენტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით იკეთებს ოპერაციას, დოკუმენტაციას სამედიცინო დაწესებულება ტვირთავს ცალ-ცალკე ფაილებად. HR სისტემის სრულყოფილად მუშაობის შემთხვევაში კი ეს პირდაპირ ამ სისტემაში, ელექტრონული ჩანაწერების საშუალებით მოხდება,“ – განმარტავს კაპანაძე.
MEDSOFT-ი უკვე ინტეგრირებულია HR სისტემასთან. კერძოდ, კომპანიამ განახორციელა ელეტრონული სამედიცინო ისტორიის და ლაბორატორიის მოდულის ინეტეგრაცია. პროცესი ქართული კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა.
ცნობისთვის: 2021 წლის 1 იანვრიდან ყველა სტაციონარული და ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულება (მ.შ. სტომატოლოგიური დაწესებულება) ვალდებულია ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში.
MEDWORK – ის შესახებ: კომპანიის შექმნა 2009 წელს დაიწყო, როდესაც პროგრამისტების ჯგუფმა ექიმებთან ერთად შექმნა ამბულატორიისთვის საჭირო პროგრამა – რეგისტრატურის მოდული, გადახდები, დავალიანებები.
კომპანია ახორციელებს პროექტს “ციფრული ჰოსპიტალი 360”, რომელიც ითვალისწინებს კლინიკის სრულად ციფრულად მართვას.
სამედიცინო დაწესებულებებს შეუძლიათ შემდეგი სერვისებით ისარგებლონ:
პერსონალის მართვის მოდული, ფინანსური მოდული, აფთიაქი/საწყობი, ელექტრონული სამედიცინო ისტორია, ლაბორატორიის მოდული, კლინიკის მართვა, ჩაწერის სია, ქოლ-ცენტრის მოდული, დოკუმენტაციის მართვის მოდული.