ჯანდაცვა
21/04/2023

"15 ათას ლარზე ძვირადღირებულ ოპერაციებზე პაციენტის თანაგადახდა არ შეცვლილა"- ასოციაცია

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებზე თანაგადახდებზე „ჭერის“ დაწესების შემდეგ უცვლელი დარჩა 15 ათას ლარზე ძვირადღირებული მომსახურებების გადახდის წესი. კერძოდ, ისეთ მომსახურებაზე, რომლის ღირებულება აღემატება დადგენილებით განსაზღვრულ ლიმიტს – 15 000 ლარს, პაციენტის თანაგადახდის წილი კვლავ დარჩება უცვლელი, კერძოდ: სხვაობა ღირებულებასა და ლიმიტს შორის.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის ასოციაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურებისთვის პაციენტის თანაგადახდის წილზე, ზედა ზღვარი დაწესდა. ცვლილება უკვე ძალაშია.

კერძოდ:საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი იქნება – 10% – მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა (მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 10 % აღემატება 500 ლარს, პაციენტი იხდის მხოლოდ 500 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო.)

0-5 წლის ბავშვები, შშმ ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და სტუდენტებისთვის – 20% – არაუმეტეს 1000 ლარისა; (მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 20 % აღემატება 1000 ლარს, პაციენტი იხდის მხოლოდ 1000 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო.)

საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის – 30% – არაუმეტეს 1500 ლარისა. (მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 30 % აღემატება 1500 ლარს, პაციენტი იხდის მხოლოდ 1500 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო.)

„DRG დაფინანსების პირობებში, მაშინ, როცა პაციენტებისთვის მოიხსნა სხვა დამატებითი გადასახადი, გარდა თანაგადახდის წილისა (0-30%), რიგ შემთხვევებში თანაგადახდა მაინც მძიმე ტვირთად აწვება პაციენტებს, აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, დაწესებულ ზედა ზღვარზე მეტის გადახდა პაციენტს არ მოუწევს,“ – აცხადებენ ჯანდაცვის ასოციაციაში.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023