ფინანსები
07/04/2021

ზურაბ ლალაზაშვილი: დედოლარიზაციის პოლიტიკის შედეგები უნდა გავაანალიზოთ

პრემიერ-მინისტრთან ბიზნესმა დედოლარიზაციის პოლიტიკის გადახედვის საკითხზე იმსჯელა, - ამის შესახებ BDO-ს მმართველმა პარტნიორმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" განაცხადა.

ზურაბ ლალაზაშვილის თქმით, აუცილებელია დედოლარიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ანალიზი მოხდეს.

პირდაპირი ინვესტიციები ძალიან დაბალ ნიშნულზეა. არ გვაქვს ტურიზმი. სხვა ტიპის უცხოური ვალუტის შემოდინება არ არის საკმარისი იმისთვის რომ ლარის სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ბიზნესმა ეს საკითხი დავსვით საიდან უნდა გაჩნდეს უცხოური ვალუტა? ბუნებრივია, თუ არ არის მიწოდებული საკმარისი უცხოური ვალუტა გაუფასურდება ლარი. მაგალითად, ხომ არ არის შესაძლებელი რომ ჩვენ რაც გვაქვს შეზღუდვები უცხოური ვალუტის დაკრედიტების კუთხით ამას სხვანაირად შევხედოთ. დედოლარიზაცია ძალიან კარგია, მაგრამ ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგა ხომ არ გავაანალიზოთ. მაგალითად მოგვიტანა ამან თუ არა რაიმე შედეგი, გაგვიზარდა თუ არა ლარში გაკეთებული დანაზოგები, ენდობა თუ არა მოსახლეობა უფრო მეტად ლარს და დეპოზიტებზე ათავსებს. ბანკს თუ არ გაუჩნდა თავის მხრივ გრძელვადიანი ლარი და მხოლოდ ეროვნული ბანკი იყო ამის წყარო მაშინ რთულია იმის საუბარი რომ ლარიზაციის წარმატებული პოლიტიკა გვაქვს. ამიტომ იყო საუბარი  ხომ არ გადავხედოთ ამ მიდგომებს. მაგალითად შევამციროთ რეზერვირების პოლიტიკა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. ბუნებრივია, ეს ვერ შეცვლის შემოდინების მაჩვენებელს მაგრამ  აქ საუბარია იმაზე, რომ რაც უცხოური ვალუტის რესურსი გვაქვს ქვეყანაში ის ბაზარს მივაწოდოთ,“ - ზურაბ ლალაზაშვილი

 

Businesspartner