VTB: ყველა მეანაბრემ 1 დღეში რომ გაიტანოს დეპოზიტი 600 მლნ კიდევ გვრჩება
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საპასუხოდ "ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სანქცირების გამო დეპოზიტარებს საფრთხე არ ემუქრება, - სებ-ის ამ განცხადების მიუხედავად "ვითიბის" კლიენტების ნაწილი ანაბრის გატანას ირჩევს.
როგორც იცით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო რუსული მსხვილი ბანკებისათვის, მათ შორის "ვითიბისთვის" 26 მარტიდან დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციები იზღუდება (გადარიცხვები, გადმორიცხვების განაღდება). თუმცა ვითიბის საფინანსო დეპარტამენტის ცნობით, ამის მიუხედავად არცერთი კლიენტის ტრანზაქცია არ დაიბლოკება. ვითიბი გადარიცხვს პარტნიორი ბანკების მეშვეობით დაუყოვნებლივ შეძლებს. ამასთან ბანკის მენეჯმენტი მაღალ ლიკვიდობაზე აცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკს საკმარისზე მეტი რესურსი აქვს, აქვს საკუთარი სახსრების და სუბორდინირებული სესხი. ყველა დეპოზიტარმა ერთ დღეში რომ გაიტანოს ანაბარი, ყველას დაკმაყოფილების შემდეგ ბანკს 600 მლნ რჩება.
ვითიბი ბანკი საცალო დეპოზიტებში ჯერ კვლავ მე-4 ადგილზე პოზიციონირებს 3.3%-იანი წილით.
1 თებერვლისთის (01.02.2022) მთლიანი ანაბრებით - ₾1.4 მლრდ (იურიდიული პირების დეპოზიტების ჩათვლით ) ბანკის რუსული კაპიტალით, 5.1%-მდე წილით არის წარმოდგენილი, აქტივებით - 3.5%, წმინდა მოგეებით - 2.01%-ით არის წარმოდგენილი.
ვითიბი ბანკი (₾) 01.02.2022 2021
აქტივები |
2,094,329.000 |
2,145,624.000 |
||
სესხები |
1,519,432,000 |
1,551,884.000 |
||
დეპოზიტები სულ |
1,439,995,000 |
1,525,858 000 |
||
საცალო დეპოზიტები |
650,837,000 |
664,830.000 |
||
მოგება (ზარალი) |
|
|
წყარო: კომერციული ბანკი
ვითიბი (საქართველოს) აციონერთა სტრუქტურა