ფინანსები
04/05/2020
ვითიბის სამეთვალყურეო საბჭოს 2 წევრს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდა
„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ოლეგ სმირნოვსა და მაქსიმ კონდრატენკოს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდათ.
გადაწყვეტილება „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ 97.384322%-ის აქციათა მფლობელმა, საჯარო სააქციო საზოგადოება „ბანკ ვეტებემ“ მიიღო.
„ბანკ ვეტებეს“ 2020 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 6-ით განისაზღვრა. ამჟამად, საბჭოს შემადგენლობაში შედიან სერგეი სტეპანოვი, ილნარ შაიმარდანოვი, ასია ზახაროვა, იულია კოპიტოვა, მერაბ კაკულია, გოჩა მაცაბერიძე.