ფინანსები
05/03/2022
"ვითიბის" პორტფელის გასხვისებამ TOP ბანკების რეიტინგი შეცვალა
სანქცირებული ვითიბის პორტფელის გასხვისებამ საბანკო სექსტორში TOP ბანკების რეიტინგი შეცვალა.
1.5 მილიარდიანი სასესხო პორფელიდან 900 მლნ-ის ვალდებულებები უკვე გასხვისებულია. 600 მილიონის საცალო სესხები „ბაზისბანკის“, 300 მლნ მცირე და საშუალო ბინზესპორტფელი კი, „ლიბერთის“ ხელში გადავიდა.
TOP-5 ბანკი საკრედიტო დაბანდებით 5 მარტის მდგომარეობით:
- თიბისი - 16.323 მლრდ
- საქართველოს ბანკი - 15.06 მლრდ
- ლიბერთი - 2.2 მლრდ (1.9 მლრდ +0.3 მლნ)
- ბაზისბანკი - 1.8 მლრდ (1.2 მლრდ +0.6 მლნ)
- კრედო - 1.5 მლრდ
- პროკრედიტბანკი - 1.3 მლრდ
ვითიბის ხელში ამჟამად 600 მილიონიანი პორტფელი რჩება. ძირითადად კორპორაციული, რომლის გასხვისებაზეც ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.