"ვითიბიმ" ₾600 მლნ-იანი პორტფელის მიგრირების პროცესი დაასრულა
"ვითიბიმ" 595 მლნ ლარის საცალო პორტფელის ბაზისბანკში მიგრირების პროცესი წუხელ დაასრულა და ვიდრე კორპორატიულის ნაწილსაც გადააბარებს, ხუთშაბათს ღამით "ლიბერთის" გაისტუმრებს.
როგორც მხარეებს აქვს გაცხადებული, "ლიბერთის" პარასკევამდე გადააბარებს 300 მლნ ლარის მცირე და საშუალო ბიზნესპორტფელს და 30 მლნ-მდე ლარის მოცულობის სალომბარდე სესხებს.
ამასთან გაამზადებს მსხვილი ბიზნესის სესხებს (კორპორატიული), რომლის ნაწილს როგორც "ბაზისბანკმა" უკვე განაცხადა ჩინურ ჰუალინგ ჯგუფის ბანკი გადაიბარებს.
ტრანზაქციების დასრულების შემდეგ "ვითიბი" კორპორატიული სესხების მცირე ნაწილს 200-300 მლნ ლარის ფარგლებში დაიტოვებს და მსხვილკაპიტალია (₾ 350 მლნ) ბანკი ასე დაპატარავდება. როდის გაქრება საქართველოს ბაზრიდან ჯერ რუსული ბანკის შვილობილ ბანკში არ იციან.
ბანკს პორტფელის გარდა 70 მლნ ლარზე მეტი ღირებულების აქტივი რჩება, მათ შორის უძრავი ქონება (სებ-ის მეთოდოლოგიით, 71 მლნ ლარის ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები ცვეთის გამოკლებით).