"ვითიბიმ" 100 000-ზე მეტი კლიენტი "დააპორტირა"
"ვითიბიმ" "ბაზისბანკისთვის" საცალო პორტფელის გაყიდვით 80 000-ზე მეტი საცალო მსესხებელი გადააპორტირა, ამას ემატება დეპოზიტარებიც. საფინანსო ბაზარი ტრანზაქციას წარმატებულად აფასებს (ოპერატიულობა მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ემსახურებოდა) და ამავე ტემპით ელის კორპორაციული ქეისის გასხვისებასაც.
ამ დროისთვის "ვითიბი ბანკის ჯორჯია" მსხვილ კრედიტორთა ტოპ-ს ეთიშება, მე-4-დან მე-10 პოზიციაზე გადაინაცვლა. 27 თებერვლამდე კი საკრედიტო დაბანდება 1.5 მლრდ ლარს აღემატებოდა.
ეს სტანდარტულ მოცემულობაში პოზიციების დაკარგვად შეფასდებოდა, თუმცა არა ბაზრიდან გამსვლელი ბანკისთვის. "ვითიბის" დანარჩენ აქტივზეც (უძრავი ქონება, შენობა-ნაგებობები საცავები და საოპერაციო დარბაზები) მაღალ მოთხოვნას ელიან. საბანკო ინფრასტრუქტურისთვის ყველაზე მიმზიდველია.
საბანკო ბაზარი "ბაზისბანკის" გაძლიერებას ელის და კონკურეციის ზრდას. "ვითიბის" ₾650 მლნ-იანი დეპოზიტების პორტფელიც ჩინური ჰუალინგ ჯგუფის "ბაზისბანკმა" შეიძინა.
როგორც იცით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მე-4 დღეს, სანქცირებულ რუსულ ბანკებში მოყვა "ვითიბიც", რომელიც საქართველოს ბაზარზე შვილობილი ბანკით არის წარმოდგენილი და რომლის 59.3%-ის მესაკუთრე სახელმწიფოა.
"ვითიბის" ახლადგასხვისებულ 600 მლნ-ის სასესხო პორტფელის 60%-ზე მეტი იპოთეკურ სესხებზე მოდის. "ბაზისბანკისთვის" საცალო პორტფელი კარგი შენაძენია, აქტივი დაბალრისკიანია. მხოლოდ 2.8% მოდის პრობლემურ კრედიტებზე.
სატრანსპორტო სესხები |
₾ 25 913 983 |
სამომხმარებლო სესხები |
143 370 297 |
სწრაფი სესხები (Pay Day Loans) |
53359 |
მომენტალური განვადება |
8 297 |
ოვერდრაფტები |
4 572 813 |
საკრედიტო ბარათები |
34 955 634 |
იპოთეკური სესხები |
386 493 408 |
იპოთეკური სესხები - დასრულებული უძრავი ქონების შეძენა |
346 513 027 |
იპოთეკური სესხები - მშენებლობა, მშენებლობის პროცესში მყოფი უძრავი ქონების შეძენა |
39 980 380 |
საცალო ლომბარდული სესხები |
26 965 599 |
სტუდენტური სესხები |
1 506 |
სულ საცალო პროდუქტები |
622 334 898 |
წყარო: ვითიბი ბანკი ჯორჯია