ფინანსები
07/02/2022

ვითიბი სავალუტო სესხებს ახალისებს

ვითიბი ბანკს მომხმარებლისთვის ახალი შეთავაზება აქვს.

შეთავაზების მიხედვით, მომხმარებელი, რომელიც ვითიბიში იპოთეკურ სესხს უცხოურ ვალუტაში (USD/EUR) გადაიტანს, პირობების გაუმჯობესებას და გაცემული თანხის 2% ქეშბექად დაბრუნებას შეძლებს.

ბანკი აღნიშნავს, რომ აქცია განკუთვნილია ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც სარგებლობენ იპოთეკური (უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი) სესხით სხვა ბანკებში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, სურთ მათი რეფინანსირება/პორტირება და პირობების გაუმჯობესება.

აქციის პირობები:

  • ქეშბექი - გაცემული თანხის 2%
  • პროდუქტი - მიზნობრივი იპოთეკა რეფინანსირება და არამიზნობრივი იპოთეკა რეფინანსირება
  • სესხის მაქსიმალური ვადა: 240 თვე;

აქცია ძალაშია 31 მარტის ჩათვლით.