ფინანსები
09/03/2022

"ვითიბი" ლიცენზიის გაუქმებაზე სებ-ს არ მიმართავს

ჩვენ ლიცენზიის გაუქმებაზე სებ-ს არცერთ შემთხვევაში არ მივმართავთ, დაველოდებით სებ-ის გადაწყვეტილებას, - ვითიბიში განაცხადეს, რომ  სანქცირებული ბანკის შვილობილი კორპორატიულ პორტფელს ჯერჯერობით იტოვებს და ელოდება სებ-ის გადაწყვეტილებას. ასევე პროფილის  შეცვლაზე დედა კომპანიის გადაწყვეტილებას.

ბანკის ინფორმაციით, ლიცენზიის გაუქმებისთვის სებ-ისთვის საკმარისი საფუძველი შესაძლოა გახდეს საერთაშორისო სანქციებიც.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ს, ბრიტანეთის და ევროკავშიერის  სანქციებს შეერთეებულია და ყველა ბანკი გაფრთხილებულია მიერთებაზე,  შესაბამისად ტრანზაქციების შეზღუდვაზე. მათ შორის სანქცირებული პირებისთვის დეპოზიტების გაყინვაზე. 

მისივე ინფორმაციით, დეპოზიტარების ინტერესების დაცვას ემსახურებოდა ვითიბის დეპოზიტების "ბაზისბანკისთვის" და "ლიბერთისთვის" გადაბარება. როგორც იცით,  გასხვისებული საცალო პორტფელი და იურიდიული პირების სესხების ნაწილი.

"ვითიბის" ამ დროისთვის 300 მლნ ლარის მსხვილი ბიზნესპორტფელი რჩება,  პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, რომ დეპოზიტარებისგან განსხვავებით, მსესხებლების მიმართ რისკები ნაკლებია შესაბამისად შეუძლია "ვითიბიმ" აღნიშნული პორტფელი  დაიტოვოს, თუმცა კანონის თანახმად თუ მსესხებელთა რაოდენობა 20-ს ჩამოცდება, მაშინ ავტომატურად საქმიანობა შეეზღუდება.

ამასთან, 300 მლნ-იან პორტფელს "ვითიბი" "საქართველოს ბანკს" და "თიბისის" ვერ მიყიდის. ბაზრის მაღალი კონცენტრაციის გამო. სისტემური ბანკების ჯამურ პორტფელზე (31.1 მლრდ) 74% მოდის. 

პაპუნა ლეჟავამ განმარტა, რომ აღნიშნული შეზღუდვა ბანკის გაყიდვისას მოქმედებს. თუმცა ამ შემთხვევაშიც, რადგან მოცულობითი პორტფელის გაყიდვა ბანკის გაყიდვის ტოლფასია.

ლიცენზიის გაუქმების პროცედურის მიხედვით, ბანკი ლიკვიდაციამადე გადაკეთდება შპს-დ რომელიც დარჩენილ აქტივს, მათ შორის უძრავ-მოძრავ ქონებას განკარგავს, მათ შორის იქნება თუ არა 300 მლნ-იანი პორტფელი, მსესხებლების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

Businesspartner