ფინანსები
27/02/2022

"ვითიბი ბანკ ჯორჯიას" საცალო პორტფელს "ბაზისბანკი" ყიდულობს

"ვითიბი ბანკ ჯორჯიას" საცალო პორტფელს ბაზისბანკი ყიდულობს. შედეგად ვითიბი ბანკ ჯორჯიას ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება ბაზისბანკის მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც ბაზის ბანკის, აგრეთე ვითიბი ბანკის ფილიალებში.

„ვითიბი ბანკ ჯიორჯიაში“ განმარტავენ, რომ ბანკის მიზანია დაიცვას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესები და სტაბილურობა, შესაბამისად ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე.

„როგორც მოგეხსენებათ, ბაზისბანკი თავისი 28 წლიანი ისტორიითა და 2 მილიარდამდე ლარის აქტივებით, უმსხვილესი ქართული ბანკების ხუთეულშია, ემსახურება, როგორც საცალო მომხმარებელს, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს. ამასთანავე, ქართულ საფინანსო ბაზარზე, გახლავთ ბოლო ათწლეულის ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი, რომელმაც დეპოზიტების პორტფელი გაზარდა 10 - ჯერ, აქტივები 15 - ჯერ, ხოლო საკრედიტო პორტფელი - 19 ჯერ. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზისბანკის სტრატეგიულ მიმართულებას საცალო ბიზნესის ზრდა და მომსახურების ქსელის გაფართოება წარმოადგენს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადმოვიბაროთ ვი თი ბი ბანკის საცალო ბიზნესი, რომელიც მიოცავს, საცალო ფილიალებს, დეპოზიტებს, მიმდინარე და საბარათე ანგარიშებსა და საცალო საკრედიტო პორტფელის მომსახურებას" - განმარტავს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა.