ფინანსები
10/02/2022

ვაჟა მენაბდე: ლიბერთის საპროცენტო განაკვეთები გამჭვივირვალეა, ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე 

"არანაირი საპენსიო სესხი აღარ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი - საბაზროზე დაბალი პროცენტით და აბსოლუტურად გამჭვირვალე განაკვეთით“ - გადაცემა "ბიზნეს კურიერის“ ინტერვიუ „ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორ ვაჟა მენაბდესთან.

საქართველოში ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ დღემდე არ იცის, რისგან შედგება სესხის საპროცენტო განაკვეთი, დაბალია ფინანსური განათლების დონეც.

ამ ნოყიერ ნიადაგს კი ხშირად იყენებენ პოლიტიკოსები და პოპულისტური დაპირებებით ხან პროცენტის შემცირებას ჰპირდებიან ამომრჩევლებს და ხან პრობლემური სესხების საკითხის მოგვარებას.

არცერთი დაპირება ჯერ არ შესრულებულა.

ამ ინტერვიუთი კიდევ ერთხელ მოვფინეთ ნათელი ე.წ. საპენსიო სესხების საკითხს, რომელიც ბოლო დღეებში პოლიტიკოსებისთვის საყვარელ თემად იქცა.

– პირველ რიგში, მინდა ავუხსნათ ჩვენს მსმენელებს, რატომ არის ხოლმე სესხის პროცენტი ისეთი, როგორიც არის და კონკრეტულად „ლიბერთი ბანკის“ სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში ხანდაზმული ადამიანებისთვის რატომ გამოდის ისეთი, როგორიც არის…

– არანაირი საპენსიო სესხი აღარ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი, რომელიც ეროვნული ბანკის ყველა რეგულაციას ექვემდებარება და ყველა წესის დაცვით გადის, როგორც სხვა სამომხმარებლო სესხი. ეს არის ჩვეულებრივ შემოსავლების საფუძველზე გაცემული სესხი.

რაც შეეხება ფასწარმოქმნას, როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, აქაც რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს.

რესურსის ღირებულება, რასაც ბანკები თავის მხრივ სესხულობენ დეპოზიტებისა და უცხოური ვალუტის მოზიდვის სახით.

შემდეგ ეს არის რისკის ფასი, რამდენია დანაკარგი ასეთ პორტფელზე,

შემდეგია დისტრიბუციის ხარჯი, ამ ყველაფერს ხომ მომსახურება სჭირდება ხელფასების სახით.

აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რაც უფრო მცირე ზომის არის სესხი, მით უფრო დიდია მისი დისტრიბუციის ფასი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საშუალო სესხის თანხა ამ ტიპის კრედიტებზე, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ, 1000 ლარის ფარგლებშია, იშვიათი გამონაკლისების გარდა. შესაბამისად დროის დანახარჯი, ან სხვა ტიპის დანახარჯი იგივეა საჭირო, რაც 20 ათასიანი ლარის სესხის გაცემაზე.

ანუ 1000 ლარიანი სესხის გაცემა ჯდება იგივე, რაც 20 ათას ლარიანი სესხის გაცემა.

რაც შეეხება იმაზე საუბარს, მაღალი ფასია, თუ დაბალი, აქ მთავარი კითხვაა, ბაზართან გაცილებით დიდია, თუ მიახლოებულია. ანუ საბაზრო ფასთან მიახლოებულია თუ არა. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ფასები არათუ საბაზრო, არამედ ამ ტიპისა და მოცულობის თანხებში, საბაზროზე დაბალია.

– ბოლო პერიოდში პოლიტიკოსებმა ახსენეს დივერსიფიცირება და სხვადასხვა ბანკში სესხის აღების შესაძლებლობა… არ მინდა, ჩვენს მსმენელებსა და მკითხველს შეექმნათ არასწორი წარმოდგენა, თითქოს სხვა ბანკში მივლენ და პენსიონერს ვინმე უფრო დაბალ პროცენტში მისცემს სამომხმარებლო სესხს. ამაზე კითხვა მაქვს ასეთი, დღეს რა ფასში გაიცემა სხვა ბანკებში 1000 ლარიანი სამომხმარებლო სესხი?

- და მე ამაზე პასუხიც მაქვს – ეს პროცენტია იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი საპროცენტო განაკვეთები.

ეფექტური განაკვეთი 40%-ზე მაღალია ხშირ შემთხვევაში და მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს ნომინალურმა საპროცენტო განაკვეთმა, რაც კონტრაქტში წერია. იქ შეიძლება, 18, 24, ან 20 % ეწეროს, მაგრამ ასევე არსებობს გაცემის საკომისიოები, როდესაც მას დავაჯამებთ ეფექტიანად, სესხის ხარჯი ხომ მთლიანი ხარჯისგან შედგება და არა საკონტრაქტო განაკვეთისგან, ამ შემთხვევაში ჩვენ ვაცხადებთ და ამის ფაქტებიც არის და სტატისტიკაც, რომ 1000 ლარიანი სამომხმარებლო სესხების ფარგლებში ფასები ბაზარზე უფრო მაღალია, ვიდრე დღევანდელი „ლიბერთის“ განაკვეთები.

ჩვენი განაკვეთი გამჭვირვალეა. აქ არ არის არანაირი ფარული საკომისიოები, განაკვეთი, კონტრაქტში რაც წერია, ყოველთვის არის მომხმარებლის ხარჯი და ამაში სიცოცხლის დაზღვევის ხარჯიც შეტანილია. მოგეხსენებათ, მაღალი ასაკის ჩვენ მოქალაქეებს, სამწუხაროდ, არც ერთი ბანკი არ სთავაზობს სიცოცხლის დაზღვევას.

– ამაზე მინდოდა, მეკითხა.. დაზღვევის კომპონენტი, რაც მნიშვნელოვნად აძვირებს სესხს, არის სიცოცხლის დაზღვევა. ხანდაზმული ადამიანების დაზღვევა საერთოდ არ არსებობს ფაქტობრივად ბაზარზე, ან იმდენად ძვირი შეიძლება იყოს, რომ აზრი აღარ ჰქონდეს ასეთ დაზღვევას. ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება მოვიქცეთ, რომ სადაზღვევო კომპანიებმა ამას ხელი მოჰკიდონ, ან ხომ არ შეიძლება, რომ მთავრობის ჩართულობითა და კერძო სტრუქტურების ერთმანეთში მოლაპარაკების გზით, მივიდეთ საკითხის გადაწყვეტამდე. თუ გქონიათ, ამის მცდელობა და საუბარი ამ თემებზე?

– სადაზღვევოსთან გვქონდა გარკვეული კონსულტაციები, მაგრამ ხანდაზმულებს იმიტომ არ აზღვევს არავინ, რომ ეს საკმაოდ ძვირია, რისკი ასაკთან ერთად საკმაოდ დიდია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღეთ ჩვენთვის სასურველი პროდუქტი მომხმარებლისთვის, რომ შეგვეთავაზებინა.

ვერავინ სთავაზობს ასაკოვან მოქალაქეებს, სიცოცხლის დაზღვევას სესხის გაცემის მომენტში, ამიტომ ჩვენ ეს სესხის ფასში გვაქვს გათვალისწინებული და თუ ღმერთმა დაიფაროს და ადამიანი გარდაიცვლება, ჩვენ მისი ოჯახის წევრებს არ ვთხოვთ სესხის გადახდას, ანუ ჩამოწერას ვახდენთ ხოლმე ამ სესხის.

შესაბამისად პირდაპირ დაზღვევას ვერ დავარქმევთ, მაგრამ საბოლოო შედეგით იგივე გამოდის. ანუ ფაქტობრივად გარდაცვალების რისკის ფასი, ჩადებულია, ამ სესხის თანხაში. მთლიანობაში ფაქტი ამასაც მოიცავს და ამის მიუხედავად ჩვენი ფასი მაინც უფრო დაბალ