ფინანსები
18/05/2023

ვატო ბაბუნაშვილი: Fitch-ის შეფასება ადასტურებს, რომ ლიბერთის სტრატეგია სწორი მიმართულებით ვითარდება

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-ი "ლიბერთის" გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა. იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული როგორც გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „B+“, ასევე მდგრადობის რეიტინგიც “b+“.

სარეიტინგო სააგენტოს განცხადებით, "ლიბერთი ბანკის" გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესება ბანკის კარგი ფინანსური მაჩვენებლებითაა განპირობებული.

"ლიბერთის" გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი ვატო ბაბუნაშვილი ამბობს, რომ საკრედიტო სააგენტოების შეფასება კრიტიკულ როლს თამაშობს ფინანსურ სექტორში, რადგან მათი შეფასების მთავარი მიზანია ფინანსური კრიზისების თავიდან აცილება.

"გვიხარია, რომ Fitch Ratings-მა შეაფასა და შეცვალა ლიბერთის შეფასება გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი "სტაბილურიდან" "პოზიტიურისკენ", რაც თავისთავად ნიშნავს, რომ მომავალში შეფასება, რეიტინგის სტატუსი კიდევ უფრო აიწევს.

სარეიტინგო სააგენტოს ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გაიზარდა ბანკის მომგებიანობა, აქტივების ხარისხი და დაფინანსების მიქსი უფრო გაჯანსაღებულია.

ამ ცვლილების შედეგად, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგია სწორია, სწორი გზით მივდივართ და ამ მიზანს უფრო გავამყარებთ", - განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ვატო ბაბუნაშვილმა.

მისივე განმარტებით, 2020-2022 წლებში "ლიბერთის" წლიური ზრდა იყო მთლიანი პორტფელის 31% იყო იმ ფონზე როდესაც ბაზარი მთლიანობაში 11.7%-ით გაიზარდა. "თუმცა ბოლო სამ წელს რომ გადავხედოთ, ყოველ წელს ეტაპობრივად კარგად ვზრდით საბაზრო წილს, რაც ჩვენს ზრდაში ზუსტად ასე აისახება.

ჩვენი სტრატეგიის მთავარი მიზანი ასევე არის, პორტფელის მიქსი გავზარდოთ, დივერსიფიცირებული ვიყოთ და ყველა საბანკო სეგმენტში თანაბრად და ეფექტურად ვიყოთ წარმოდგენილი", - განმარტავს ვატო ბაბუნაშვილი.